„ჯორჯიან ეარვეისმა“ რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
მილანისა და ფორლის შემდეგ რომი – „ჯორჯიან ეარვეისმა“ იტალიის დედაქალაქის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე რეისები კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება. პირველი ფრენა დღეს განხორციელდა, ქართველ მგზავრებს რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში ადმინისტრაციის და იტალიური მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.
საინაუგურაციო ფრენაში „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც მონაწილეობდა – მარიამ ბერძენიშვილი რომიდან.