ჯორჯა მელონი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

იტალიის პრემიერ-მინისტრი რომში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას იტალიის მთავრობა ავრცელებს. „ჯორჯია მელონიმ სოლიდარობა გამოუცხადა ზაპოროჟიეში ბოლო თავდასხმისას დაზარალებულებს, დაგმო რუსეთის მხრიდან ბოლოს განხორციელებული დაბომბვები და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იტალია განაგრძობს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სრულ მხარდაჭერას“, – აღნიშნულია იტალიის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 122 დაშავდა. იტალიაში ჩასვლამდე ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში რამშტაინის საავიაციო ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ხელმძღვანელობდა.