ჯორჯ კენტის განცხადება და მხარეთა პოზიციები  

უკრაინის აღმოსავლეთში გამწვავებული სიტუაცია საქართველოს გეოპოლიტიკურ გამოწვევებს კიდევ უფრო ამძიმებს.

ხელისუფლებას და ოპოზიციას ამჯერად ვაშინგტონიდან ახსენებენ, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემები გეოპოლიტიკური სირთულეები და პანდემიაა და არა შიდა პოლიტიკური დრამები.

საქართველოში მძიმე პოლიტიკური კრიზისი ორივე მხარის მიერ არის პროვოცირებული – ასეთია ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოზიცია. ჯონ კენტი, რომელმაც უთანხმოების მთავარ საკითხებზე, ანუ მელიას საქმეზე და არჩევნებზე ორი კვირის წინ სენატში მკაფიო პოზიციები დააფიქსირა, ორივე მხარეს კომპრომისის მისაღწევად ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. ბრიუსელის შემდეგ მხარეებს უკვე ვაშინგტონიდანაც აფრთხილებენ, რომ კრიზისისის დაუსრულებლობა ქვეყნის ევროატლანტიკურ პროგრესზე ნეგატიურად აისახება.

სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის, როგორ იგებენ გახშირებულ და მკაფიო საერთაშორისო გზავნილებს მთავარი ადრესატები.