ჯორჯ კენტი საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებს მოინახულებს

საქართველოში მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებს მოინახულებს. ჯორჯ კენტი, რომელიც საოკუპაციო ზოლისკენ ამ წუთებში მიემართება, ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებასა და მოსახლეობას გაესაუბრება. ამით მისი ვიზიტი საქართველოში დასრულდება.

სამი დღის განმავლობაში ის პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტობის კანდიდატებს, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა.