ჯორჯ კენტი დავით ბაქრაძეს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯორჯ კენტს “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი შეხვდა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავარი განხილვის თემა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები იყო. შეხვედრაზე ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე ისაუბრეს.