ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის აღარ იბრძოლებს, – ამის შესახებ მან თავად განაცხადა. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის თქმით, კენჭისყრისთვის საჭირო დეპუტატების მხარდაჭერის მიუხედავად, მივიდა დასკვნამდე, რომ „ეს უბრალოდ არ იქნება სწორი“, რადგან მიიჩნევს, რომ „ეფექტურ მართვას ვერ მოახერხებ, თუ არ გყავს ერთიანი პარტია პარლამენტში“. ექსპრემიერმა ასევე განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კარგი შესაძლებლობა აქვს.