ჯონდი ბაღათურიას განცხადება
„ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ „საინიციატივო ჯგუფის“ წევრებთან ერთად, პარლამენტში „კარტელური შეთანხმებების“ წინააღმდეგ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ წინადადება დაარეგისტრირა. მათი განცხადებით, მედიკამენტებზე ფასნამატი ხშირად აღწევს არაადეკვატურ ნიშნულს, აღნიშნული ინიციატივა კი – მიზნად ისახავს ფარმაცევტულ ბაზარზე სახელმწიფო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას და მედიკამენტებზე ხელოვნურად გაზრდილი ფასების აღკვეთას. როგორც ინიციატორები აღნიშნავენ, მსგავსი რეგულირების პრაქტიკა ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო დონეზე.