„ჯონდი ბაღათურია - ქართული დასის“ განცხადება

„ჯონდი ბაღათურია – ქართული დასის“ – წევრებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს. ბაღათურიას განცხადებით, არსებული ხელისუფლების პირობებში არცერთი ამინისტია არ განხორციელებულა, რაც უსამართლობაა. მან სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობაზეც ისაუბრა და ის ნეპოტიზმში დაადანაშაულა. „ქართული დასის“ ლიდერმა დაგეგმილი კიდევ ერთი აქციაც დააანონსა, სადაც მისი თქმით ქვეყანაში შექმნილ უსამართლობას გააპროტესტებენ.