„ჯონდი ბაღათურია - „ქართული დასის“ აქცია

საარჩევნო ბლოკმა, „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი“ ეროვნულ ბანკთან აქცია გამართა.

ბაღათურია მოქალაქეებისთვის პრობლემური საბანკო კრედიტების ჩამოწერის ინიციატივით გამოდის. ბაღათურიას განმარტებით, ხანდაზმული ვალის რაოდენობა კერძო ბანკებში ერთ მილიარდ ლარს შეადგენს, დამატებით ერთი მილიარდი, კანონის თანახმად ეროვნული ბანკის მიერ არის დარეზერვებული. მისივე განცხადებით, საერთო ჯამში კერძო ბანკები 2 მილიონ ლარს კარგავენ, რაც მისი შეთავაზების განხორციელების შემთხვევაში საბანკო სისტემას გააჯანსაღებს.

დატოვე კომენტარი