ჯონ ტეფტის ლექცია

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის ლექცია გაიმართა თემაზე „აშშ-საქართველოს ურთიერთობების ასპექტები“. მოხსენების დასრულების შემდეგ, ჯონ ტეფტმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა. ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელისაბედ რუდის განცხადებით, შეერთებული შტატები საქართველოსთან თანამშრომლობით ხელს უწყობს სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებას.

შეხვედრა ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა. ჯონ ტეფტი დიპლომატიურ მისიას საქართველოში 2005-2009 წლებში ხელმძღვანელობდა.