ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება თეთრი სახლის მრჩეველი და ფაქტს შემზარავს უწოდებს. ჯონ კირბის თქმით, აშშ რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისა და სისასტიკეების აღრიცხვის მხარდაჭერას აგრძელებს. როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, გათავისუფლებულ იზიუმის მასობრივ სამარხში აღმოჩენილი ცხედრების რაოდენობა თუ დადასტურდება, ეს ბალკანეთის 90-იანი წლების ომების შემდეგ, ევროპაში აღმოჩენილი უმსხვილესი მასობრივი სამარხი იქნება.