ჯომარდობა

ექსტრემალური გართობის მოყვარულებისთვის სოფელი ჩითახევი საუკეთესო ადგილია, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ტურისტსა და ადგილობრივს მასპინძლობს.

მიზეზი კი ჯომარდობისთვის ხელსაყრელი გარემო პირობებია. მთის მდინარეებზე დაშვების მსურველებს, ბანაკში, – „ჯომარდია“, – შესაბამისი აღჭურვილობით ხვდებიან. ერთადერთი, რაც ადრენალინის მოყვარულებს მოეთხოვებათ, მათივე უსაფრთხოებისთვის ინსტრუქტორების რეკომენდაციების გათვალისწინებაა.