ჯო უილსონის პროექტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე

21:23, 08.07.2026

გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლა და „ქართული ოცნების“ დელეგაციის პროტესტი ჰააგაში.

ბოლო ერთ თვეში უკვე მესამე კრიტიკული შინაარსის რეზოლუცია საქართველოს შესახებ. ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ ამჯერად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა – ჩვენს ქვეყანაზე ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი დამტკიცებულია. გზავნილები და მოწოდებები სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლოდროინდელი შეფასებების იდენტურია. დოკუმენტში საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაზე, დემონსტრანტების თვითნებურ დაკავებებზე, პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე და ევროპული კურსიდან გადახვევაზე. მწვავედ გაკრიტიკებულია ბოლო თვეებში მიღებული რამდენიმე კანონიც. რეზოლუცია ეუთო-ს დეკლარაციის ნაწილია. ქართულმა დელეგაციამ კენჭისყრამდე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მმართველი გუნდი ასამბლეას ფაქტების გაყალბებასა და რეალობის განზრახ დამახინჯებაში ადანაშაულებს. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას ცალკეული დაჯგუფებების პოლიტიკური შურისძიების არენა უწოდა.

მსგავსი