ჯო უილსონის პროექტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე – გამოხმაურება

12:12, 09.07.2026

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც ჯო უილსონის ინიცირებული იყო და საქართველოზეა საუბარი, კვლავ შეფასებების თემაა თბილისში. ოპოზიციის განცხადებით, ბოლო დროს ქვეყნის მიმართ მიღებული კრიტიკული დოკუმენტები ხელისუფლების არასწორი მმართველობის შედეგია და „ქართული ოცნების“ მხრიდან დემოკრატიული პირობების გაუმჯობესებისკენ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა. მმართველი გუნდი კი მიღებულ რეზოლუციას „ყალბი ნარატივით გაჯერებულს“ უწოდებს. შეგახსენებთ, რეზოლუცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ მიიღო და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, „გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა. დოკუმენტი ამერიკის წარმომადგენელთა პალატის წევრის, ჯო უილსონის მიერ იყო მომზადებული. საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. თუმცა კენჭისყრამდე მწვავედ გააკრიტიკა.

მსგავსი