ჯო უილსონის მორიგი კანონპროექტი – შეფასებები თბილისში 

21:23, 26.02.2026

„მეგობარი აქტის“ ჩავარდნის შემდეგ კონგრესმენი ჯო უილსონი კიდევ ერთ კანონპროექტს აინიცირებს. წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც „საქართველოში რუსეთის და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის“ მომზადებას ითვალისწინებს.  კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  კანონპროექტის მიზანია „ანგარიშის მოთხოვნა საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ და ასევე სხვა მიზნებისთვის“. კანონპროექტის თანასპონსორი – კონგრესმენი სტივ კოენია. ჯო უილსონის მცდელობები არ უკვირთ მმართველ გუნდში. „ქართული ოცნება“ კონგრესმენს ლობიზმისთვის ოპოზიციიდან მიღებულ ფინანსებს ახსენებს და ახალ კანონპროექტსაც „მეგობარი აქტის“ ბედის გაზიარებას უწინასწარმეტყველებს.

 

მსგავსი