ჯო უილსონის „მეგობარი აქტი“ 

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა.

საკანონმდებლო ინიციატივა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამორჩეულ ჯო უილსონს ეკუთვნის და მას ოთხი თანასპონსორი ჰყავს. პროტესტის მონაწილეების და მესამე სექტორის მხარდაჭერასთან ერთად, აქტი დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის ქართველი მაღალი თანამდებობის პირების სანქცირებას ითვალისწინებს. დოკუმენტი ახლა განსახილველად კომიტეტებზეა გადაგზავნილი. კონგრესის ორივე პალატის და სენატის  მხარდაჭერის მოპოვების შემთვევაში კი ინიციატივას ამოქმედებისთვის დონალდ ტრამპის ხელმოწერა სჭირდება. ვიდრე   გაირკვევა, როგორი იქნება ამერიკული მხარის საბოლოო ვერდიქტი, ოპოზიცია აქტის კომიტეტებზე განხილვასაც ქართველი ხალხის გამარჯვებად აცხადებს. ის, რაც ხელისუფლების ოპონენტებისთვის მხარდაჭერად აღიქმება, ე. წ. დიფ სთეითის კოორდინირებული, მტრული ნაბიჯია „ქართული ოცნებისთვის“. ტრამპის ადმინიტრაციის პოლიტიკის გათვალისწინებით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ მეგობარი აქტი არ ამოქმედდება და ხელს ვერც ქართულ- ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას შეუშლის.