ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკულ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„სამწუხაროდ, არჩევნები იყო გაყალბებული და დონალდ ტრამპს არ მოსწონს გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები“ – განაცხადა კონგრესმენმა. როგორც უილსონმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პუტინის მარიონეტით ჩანაცვლდა. მისივე განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ტრამპი არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრებს და მის გამოსწორებას შეეცდება.