„ქართული ოცნება“ ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონსა და ოპონენტებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საუბარია კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეკულაციას უწოდებენ ინფორმაციას, თითქოს 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად, კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ. მათივე განმარტებით, ცვლილების მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გამკაცრება და კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება.