ჯო უილსონის განცხადება – შეფასებები
პოლიტიკური შეფასებების თემაა კონგრესმენი ჯო უილსონის მიერ „ქართული ოცნების“ მისამართით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მორიგი კრიტიკული გზავნილები. მისი განცხადებით, „ქართული ოცნება” „სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით სიტყვის თავისუფლებას ანადგურებს. უილსონის შეფასებით, ეს „ვოუქ”, პრო-რუსული, პრო-ირანული, პრო-ჩინური რეჟიმი ამერიკას სძულს. კონგრესმენი მორიგი „ვოუქ” ცენზურის საწინააღმდეგოდ ახალი კანონპროექტის წარდგენას აანონსებს.