ჯო უილსონის განცხადება - გამოხმაურება

ჩვენ გვჭირდება „მეგობარი აქტი“ – ამის შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „250-დღიანი უწყვეტი პროტესტის განმავლობაში მამაცი ქართველი ხალხი აპროტესტებს ანტიამერიკულ „ქართული ოცნების“ რეჟიმს. ისინი მოითხოვენ, რომ ბოლო მოეღოს ამ რეჟიმის მიერ ქვეყნის სრულად მიყიდვას კომუნისტური ჩინეთისთვის, თეირანში ტერორისტული რეჟიმისთვის და სამხედრო დამნაშავე პუტინისთვის. ჩვენ გვჭირდება „მეგობარი აქტი“, – წერს ჯო უილსონი.

კონგრესმენს განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „მეგობარი აქტის“ მიზანია საინფორმაციო ხმაურის შექმნა. „დღეს უცხოეთიდან ცდილობენ, ემოციური დაძაბულობა შემოიტანონ. ადამიანები უბრალოდ მავნებლობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მავნებლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები. ამაზე მეტი იმედგაცრუება რა უნდა იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.