ჯო უილსონის განცხადება

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ შეხვდა ბალტიის სამი ქვეყნის – ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. მისი თქმით, ბალტიის სახელმწიფოები თავისუფლებისა და დემოკრატიის მოდელია. უილსონი სოციალურ ქსელ „X“-ში წერს: „მადლობელი ვარ შეხვედრისთვის, რათა განგვეხილა, როგორ შეგვიძლია კოლექტიურად ვაგებინოთ პასუხი ივანიშვილის ტირანიულ რეჟიმს. “, – წერს ჯო უილსონი სოციალურ ქსელში.