ჯო უილსონის განცხადება

„ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციის მიღებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც აღნიშნა, რომ აშშ ეთანხმება აღნიშნული დოკუმენტის შინაარსს და მოთხოვნებს.

„მივესალმები „ევროპის სახალხო პარტიის“ ერთსულოვან რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოცხადებას. ამერიკა ეთანხმება!“ – წერს ჯო უილსონი.

„ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუცია