„მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „X“-ში ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი წერს.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.