ჯო უილსონის განცხადება

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მორიგ განცხადებას ავრცელებს რესპუბლიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე. ჯო უილსონი წერს: „ამერიკა სანქციებს დაუწესებს და ჩვენი ნაპირებიდან გააძევებს კრიმინალების (ივანიშვილისა და სხვების) ყველა ნათესავს, რომლებიც თავისუფლებას თავს ესხმიან. ისინი ვერ შეძლებენ ამერიკაში სიამოვნებით ცხოვრებას, როცა მათი თაღლითი მამები და ბიძები თაღლითობენ, კლავენ და იპარავენ. ჩვენ პირველ ადგილზე ამერიკა უნდა დავაყენოთ. თუ თქვენ კორუმპირებული „ქართული კოშმარის“ ჩინეთისკენ, ირანისა და რუსეთისკენ მიმავალ მატარებელში იმყოფებით, ახლა ჩამოსვლის დროა. ივანიშვილი პირველი იყო, მაგრამ უკანასკნელი არ იქნება. ჯერ კიდევ არის დრო საკუთარი თავის გადასარჩენად”– წერს უილსონი.