ჯო უილსონის ახალი ინიციატივა - გამოხმაურება

ჯო უილსონმა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახალი წინადადება მოამზადა. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჯო უილსონი სოციალურ ქსელში ავრცელებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შესწორება აშშ-ის მთავრობასა და მის ნებისმიერ ორგანოს „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებას უკრძალავს. აღნიშნული წინადადება წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს. „არცერთ ფედერალურ თანამდებობის პირს ან თანამშრომელს არ შეუძლია რაიმე ქმედების განხორციელება და არცერთი ფედერალური სახსრების გამოყოფა იმ მიზნით, რომ აღიაროს ან რაიმე ფორმით სხვაგვარად იგულისხმოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში „ქართული ოცნების“ მეთაურობით მოქმედი მთავრობის აღიარება“, – ნათქვამია შესწორებაში. შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი „მეგობარი აქტის“ კანონპროექტის ავტორია. თუმცა, როგორც დემოკრატმა კონგრესმენმა, სტივ კოენმა 11 სექტემბერს ჰელსინკის კომისიაში განაცხადა: „სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარი აქტს“. ამასთან, გუშინ ჯო ვილსონთან შეხვედრა გამართეს ამერიკაში ვიზიტად მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა. ჯო უილსონის ახალ ინიციატივა განსხვავებული შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.