ამერიკის პრეზიდენტმა ოვალური კაბინეტიდან მიმართვა გააკეთა, რომელიც მიზნად ისახავდა პარალელების გავლებას უკრაინასა და ისრაელში არსებულ კონფლიქტებს შორის. ჯო ბაიდენის განცხადებით, „ჰამასი“და პუტინი განსხვავებულ საფრთხეებს წარმოადგენენ, მაგრამ მათ ეს საერთო აქვთ – ორივეს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება. „ისრაელისა და უკრაინის წარმატების გარანტია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის,“ – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენმა მოუწოდა კონგრესს, მიიღონ საჭირო ზომები და დააწესონ დახმარების პაკეტი ორივე ერის მხარდასაჭერად.