ჯო ბაიდენის განცხადება რუსეთზე

ჯო ბაიდენის თქმით, მას რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები სურს, თუმცა, მზადაა მოსკოვის მხრიდან ევროპული უსაფრთხოების მიმართ მომდინარე გამოწვევებს უპასუხოს. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტში “გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ. პრეზიდენტის თქმით, „ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ერთიანი ფრონტით გამოდიან და მზად არიან უპასუხონ რუსეთიდან ევროპის უსაფრთხოებისადმი მომავალ გამოწვევებს, დაწყებული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით.“ ბაიდენის თქმით, ამერიკა მზადაა ითანამშრომლოს რუსეთთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სტრატეგიული სტაბილურობა და შეიარაღების კონტროლი. მან ხაზი გაუსვა, რომ პუტინთან შეხვედრა, შეერთებული შტატების მოკავშირეებთან მოლაპარაკებების შემდეგ შედგება. ბაიდენი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, პირველი საგარეო ვიზიტით ევროპაში 10 ივნისს გაემგზავრება.

მოამბე