ჯო ბაიდენის განცხადება

ამერიკის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ამის შესახებ განცხადება ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე გააკეთა. ის აცხადებს, რომ რუსეთის ლიდერს კარგად ესმის ის ეკონომიკური სანქციები, რომლის ამოქმედებისთვისაც შეერთებული შტატები ემზადებოდა. ბაიდენი აღნიშნავს, რომ სადამსჯელო ზომები რუსეთის შეჭრის მასშტაბზე იქნება დამოკიდებული. მისი თქმით, თუ ეს „მცირე შეჭრა“ იქნება დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ მსჯელობა იმაზე, რა უნდა გააკეთონ. კითხვაზე, – სურს თუ არა პუტინს მორიგი „ცივი ომი“ რუსეთსა და ამერიკას შორის, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთი დასავლეთის „გამოცდას“განაგრძობს. ბაიდენი აღნიშნავს, რომ მისი აზრით, ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის, როგორც „ზესახელმწიფოს დაშლას ნანობს“. ჯო ბაიდენმა ასევე პირობა დადო, რომ ის პოლონეთში კონტინგენტს გაზრდის. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ახლო მომავალში უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ალბათობა მცირეა.

დატოვე კომენტარი