ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე რამდენიმე საათი რჩება. ეს პირველი დისკუსიაა, რომლიც ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ შედგება. შეხვედრა ჟენევაში, ლა გრანჟის ვილაში იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე თავდაპირველად რუსეთის პრეზიდენტი მივა, შემდეგ კი ლიდერები შვეიცარიის პრეზიდენტს შეხვდებიან. ამის შემდეგ დაიწყება ბაიდენისა და პუტინის დისკუსია.
როგორც ცნობილია, შეხვედრას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და თარჯიმნები დაესწრებიან. წინასწარი ინფორმაციით, აუდიენცია დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდება. ჯო ბაიდენი ჟენევაში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ჩავიდა. რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, რუსეთის პრეზიდენტი პანდემიის დაწყების შემდეგ საზღვარგარეთ პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.