„ქართველი ხალხის 200-დღიანი მამაცი პროტესტის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ტაქტიკა კიდევ უფრო მხდალი ხდება”, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს. „გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის. მე გავაგრძელებ ძალისხმევას პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, მაგალითად, ორპარტიული „მეგობარი აქტის“ მიღებით“,- აცხადებს შაჰინი.