ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილ მარკო რუბიოს შეხვდა და საქართველოს საკითხზე ესაუბრა. ამის შესახებ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს. სენატორი აღნიშნავს, რომ რუბიოსთან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, განეხილა აშშ-ს წინაშე არსებული არაერთი გლობალური გამოწვევა. „ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს მიმართ აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობა, აშშ-ის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერება უცხოეთში და ის, რომ მსოფლიოს მასშტაბით თანამდებობები რაც შეიძლება მალე შეივსოს კვალიფიციური კარიერული დიპლომატებით. სენატორ რუბიოსთან ჩვენ წლები ვთანამშრომლობდით, როგორც აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები და მოუთმენლად ველოდები ამ საკითხების შემდგომ განხილვას, მისი დამტკიცების მოსმენაზე“, – წერს შაჰინი.