ჯიმი საქსის კონცერტი

ბოლო დროის ერთ-ერთი გამორჩეული ინსტრუმენტალისტი თბილისს ეწვევა.

ფრანგი მუსიკოსი ჯიმი საქსი დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე მის ყველა ცნობილ კომპოზიციას შეასრულებს.

განსაკუთრებული საშემსრულებლო მანერითა და შოუ-პროგრამებით ცნობილი საქსოფონისტი კონცერტის წინ ქართველ მსმენელს სპეციალურ მიმართვას უგზავნის.

რამდენიმე ათასი გამომწერი პირად არხზე და ათასამდე ლაივ კონცერტი მსოფლიოს მასშტაბით, – მსოფლიოს ბევრი ქვეყნის სასურველი სტუმარი ევროპული კონცერტების სერიას 5 აპრილს საქართველოდან დაიწყებს.