ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ღიად ანტიდასავლური პოლიტიკოსი დანიშნა პრეზიდენტად, – წერს ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში სოციალურ ქსელში. მთავრობის მცდელობა, უარყოს საქართველოს მეგობრები, კარგად ცნობილია, მაგრამ ჩვენ არ ვიტყვით უარს ქართველ ხალხზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს და ბოლოს დაწესდა დაგვიანებული სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ არეულობაში მისი როლის გამო, ჯერ კიდევ მეტია გასაკეთებელი. კიდევ ერთხელ, აშშ არ მიატოვებს ქართველ ხალხს და მათ სურვილს, ჰქონდეთ თავისუფალი, სამართლიანი დემოკრატია“,- აცხადებს ჯიმ რიში.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება სენატორი ჯინ შაჰინიც. „ქართველმა ხალხმა არაერთხელ უარყო ავტოკრატია, როდესაც ისინი საქართველოს ქუჩებში გამოდიან თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის. გავაგრძელებ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობამ წარმოადგინოს მათი ნება და ევროატლანტიკური მისწრაფებები,“ – წერს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი.