ჯილდოს გადაცემა 

ჩრდილების სახელმწიფო თეატრ „აფხაზეთის“ მსახიობს, მარიამ კაპანაძეს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯილდო გადაეცა. პრიზი მან „ახალი ჩიტოსეს ანიმაციის ფესტივალზე“ წარდგენილი ნამუშევრისთვის მიიღო, რომლის სახელწოდება „მიტოვებული სოფელია“. მსახიობს ჯილდო საქართველოში იაპონიის ელჩმა გადასცა. მარიამ კაპანაძე პირველი ქართველი ხელოვანია, რომელმაც ამ ფესტივალზე გამარჯვება მოიპოვა.