ჯილდო პროფესიული საქმიანობისთვის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში 50 და მეტი წლის სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლები უწყების მედლებით დაჯილდოვდნენ. დავით სონღულაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ პირადად გადასცეს ჯილდოები იმ თანამშრომლებს, რომელთა პროფესიული საქმიანობა ათწლეულებს მოიცავს. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ დაჯილდოებულ თანამშრომელთა საქმიანობამ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვასა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში, რაც ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.