ჯილდო მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მეცნიერების სფეროში გამორჩეული მიღწევებისა და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუსი, პროფესორი ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტმა ნუგზარ უბერს მრავალწლიანი პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა მისი ფასდაუდებელი წვლილი ქართული პედიატრიისა და სამედიცინო განათლების განვითარებაში.