ჯგუფური ძალადობისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე - შეფასებები

ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყველა დამნაშავის დასჯაზე საუბრობენ პარტია „ქართულ ოცნებაში“. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე. ძალადობრივი მოქმედებების წახალისებასა და არ აღკვეთაში ადანაშაულებს ხელისუფლებას ოპოზიცია. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ არსებულ მწვავე შეკითხვებზე პასუხები მმართველ გუნდს აქვს გასაცემი.