ჯგუფური ძალადობისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე  

საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ერთი პირი დაკავებულია.

პროკურატურამ მას ბრალი უკვე წარუდგინა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობით მიმართა. ბრალდება პატიმრობას ითხოვს. სასამართლო საქმის განხილვას ამ წუთებში იწყებს. პროცესი 18 საათზე ჩაინიშნა. დაკავებულის ამოცნობაში მონაწილეობა მიიღო 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ოპერატორთან ერთად წყვილში მომუშავე ჟურნალისტმა ანა ფაციამ. გამოძიებამ მასაც დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. როგორც ცნობილია პირველი არხის ოპერატორს რამდენიმე ადამიანმა სასტიკად სცემა. გამოძიება სხვა პირთა იდენტიფიცირებაზე მუშაობს.