თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ანდრო ჭიჭინაძისა და კიდევ 10 პირის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც სასამართლო გადაწყვეტს – საქმე არსებით განხილვას გადაეცეს თუ არა. ასევე, დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, პროცესის სრულად გახსნაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროცესის დაწყებამდე ხელმოწერები შეგროვდა, რომელიც მოსამართლეს წარუდგინეს. თუმცა დამსწრეების შეშვებაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში იმყოფებიან ხელოვანები, რომლებიც დაკავებულ პირებს სოლიდარობას უცხადებენ.