თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ექვსი პირის სასამართლო პროცესი. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობაზე მსჯელობენ. თუმცა უკვე ცნობილია მოსამართლის გადაწყვეტილება, რომ მან დაცვის მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებათა ძირითადი ნაწილის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. პროცესზე ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ ეთერში ჩვენი ჟურნალისტი ხატია ჯამალაშვილი ჩაგვერთვება და უფრო დეტალურად გვეტყვის სასამართლო პროცესის შესახებ.