ჯგუფური ძალადობის ბრალკდებით დაკავებულების სასამართლო

18:21, 18.07.2025

ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია ჯასრაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ექვსი დემონსტრანტის პროცესზე დღეს ბრალდების მხარის ორი მოწმე – შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელი ლაშა გელაშვილი და თბილისის მერიის თანამშრომელი – დაიკითხა. თბილისის მერიის თანამშრომელმა აქციების დროს რუსთაველის გამზირზე ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე ისაუბრა. მეორე მოწმის, დაზარალებული სპეცრაზმელის დაკითხვა კი ხმაურით წარიმართა.   ბრალდებულების და დამსწრეების პროტესტი გამოიწვია სპეცრაზმელის განცხადებამ, რომ არ უნახავს და არ სმენია სამართალდამცველების მხრიდან დაზარალებული აქციის მონაწილეებზე და მხოლოდ პოლიციელები ნახა დაშავებულები. დაზარალებულმა სპეცრაზმელმა განაცხადა, რომ ფეხის დაზიანება 30 ნოემბერს აქციაზე მიიღო. ვინ ესროლა ქვა ეს ვერ დაინახა. დღესვე საქმეში არსებული მტკიცებულებები აირწინაღი, სათვალე, რაციები, ქილები და ბოთლები, მოლოტოვის კოქტეილები, საღებავიანი კვერცხები დაათვალიერეს, რაც ბრალდების მტკიცებით, ბრალდებულთა ბინებიდან ამოიღეს. პროცესი 23 ივლისს გაგრძელდება.

მსგავსი