ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ ჯგუფურ ძალადობაში 9 ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. სხდომაზე ბრალდების მხარემ ახალი მტკიცებულებების საქმეში დართვის შუამდგომლობა დააყენა. პროკურორის განცხადებით, საქმე ეხება ვიდეოჩანაწერებს, რომელზეც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა იყო დანიშნული. აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე. მათი თქმით, აღნიშნული მტკიცებულება არ იყო დაცვის მხარისთვის გადაცემული. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ  აღნიშნულით დაირღვა შეჯიბრებითობა და თანასწორობა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმის მასალებს დაურთო მტკიცებულებები და მოწმეთა ნუსხაში დაამატა ექსპერტი ვალერიან მესხი. ექსპერტი ჩვენებაში ვიდეოჩანაწერებში ბრალდებულების არსებობის შესახებ საუბრობს.