ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ცხრა პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ დღეს გადასინჯა. სხდომაზე ბრალდების მხარე ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. პროკურორების განცხადებით, მათი მხრიდან კვლავ არსებობს მიმალვისა და  დანაშაულის ხელახლა ჩადენის საფრთხეები. აღნიშნულს არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე. ადვოკატები ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გაუქმებას და მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ. ადვოკატების პოზიციას დაეთანხმნენ ბრალდებულებიც. მათი თქმით, პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა.