ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ 9 პირის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ქერაშვილის ადვოკატი სხდომაზე არ იმყოფებოდა, რის შემდეგაც თავად ბრალდებულმაც დატოვა პროცესი. აღნიშნულის შემდეგ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, სასამართლო პროცესების გაჭიანურების თავიდან აცილების მოტივით, ყველა ბრალდებულს საზოგადოებრივი დახმარების ცენტრის ადვოკატი დაუნიშნა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური და პროტესტი მოჰყვა, ადვოკატებმა ნინო გალუსტაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.