ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო

18:26, 23.05.2025

საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდნენ. ორი მოწმე უკვე დაიკითხა. სამართალდამცველების განცხადებით, სხვადასხვა საგნები თავის არეში აქციის  მონაწილეების მხრიდან ესროლეს. ადვოკატების მიერ დასმულ კითხვაზე დაინახეს თუ არა კონკრეტულად ვინ ესროლა ნივთი,  მოწმეებმა განაცხადეს რომ კონკრეტული პირი არ დაუნახავთ. ამ წუთებში სხდმაზე მესამე მოწმის დაკითხვა მიმდინარეობს, ის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელია, რომელიც ორ დეკემბერს პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა.  შეგახსენებთ საქმეზე ბრალდებულ 8 პირს  გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

მსგავსი