ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ექვსი დემონსტრანტის საქმეზე განაჩენს მოსამართლე 2 სექტემბერს გამოაცხადებს, რომელიც დღეს სათათბიროდ ადვოკატების დასკვნითი და ბრალდებულების საბოლოო სიტყვების შემდეგ გავიდა. ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვაში მათ უდანაშაულობაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ პოლიტიკური მოტივით, ევროპული ღირებულებების დაცვისთვის ისჯებიან. როგორც მათ აღნიშნეს, 9-თვიანი განხილვის დროს, ვერცერთი მტკიცებულება ვერ ნახეს, რომელიც დაადასტურებდა, რომ დაშავებული სამართალდამცველები მათ დააზიანეს. ადვოკატებმა დასკვნით სიტყვაში გამამართლებელი განაჩენი მოითხოვეს და აღნიშნეს, რომ შესაძლოა პოლიციელები პროვოკატორებმა დააზიანეს. მათი თქმით, დაშავებულმა პოლიციელებმა ვერცერთი ბრალდებული ვერ მიუთითეს და ვერც ვიდეოებით დასტურდება მათ დაშავებასთან ბრალდებულთა რაიმე კავშირი.