ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ 6 დემონსტრანტის საქმეზე ადვოკატები დასკვნით სიტყვებს ამბობენ. ამ წუთებში პროცესზე დასკვნითი სიტყვით ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი გამოდის. გუჯა ავსაჯანიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დანაშაულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს და ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლემ უნდა მიიღოს – გამამართლებელი განაჩენია. დღესვე, ზვიად ცეცხლაძის ადვოკატის დასკვნითი სიტყვა იგეგმება, რის შემდეგაც, ბრალდებულები იტყვიან საბოლოო სიტყვას. განაჩენი სავარაუდოდ 1 სექტემბერს გამოცხადდება.