ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე  ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლიეს, დაიკითხა პოლიციის 2 თანამშრომელი. გამომძიებლების თქმით, მათ მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასთან დაკავშირებით. დაცვის მხარის თქმით, მოწმე არათანმიმდევრულ პასუხებს სცემდა, ბრალდებულებს ჰქონდათ კითხვა, რომელიც ანდრო ჭიჭინაძემ გაახმოვანა, იყო თუ არა მოწმე ჩხეიძე ფხიზელი, რამაც დარბაზში ხმაური გამოიწვია. მოსამართლემ ბრალდებულებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, საბოლოოდ კი მოსამართლემ ბრალდებული გიორგი ტერიშვილი დარბაზიდან გააძევა. დღესვე სხდომაზე ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლიეს, ბრალდებულების პირადი ნივთები, რაც გამოძიებამ საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოიღო. დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.