მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ცხრა დემონსტრანტის პროცესი ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. ადვოკატებისთვის უცნობია ბრალდება დღეს რა მტკიცებულებებს გამოიკვლევს. მათი აზრით, აქამდე წარდგენილი მასალებით, დაკავებულთა დანაშაული არ მტკიცდება. ბრალდების შემდეგ მტკიცებულებათა გამოკვლევას დაცვის მხარე დაიწყებს. წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 4 სექტემბერს იწურება და განაჩენი ამ დრომდე უნდა გამოცხადდეს. 11 პირს ნოემბერ-დეკემბერში, რუსთაველზე პოლიციელებზე ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.