ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო

18:32, 16.07.2025

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული რვა დემონსტრანტის პროცესი 18 ივლისისთვის გადაიდო.

დღეს ბრალდების ერთი მოწმე შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის სპეციალისტი, ვალერიან მესხი დაიკითხა. მან საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერების ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარა და ბრალდებულების იდენტიფიცირება მოახდინა. მანამდე კი სხდომის დაწყებამდე ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი გორგაძე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. ადვოკატის თქმით, გორგაძემ დილით თავის ტკივილის გამო ტკივილგამაყუჩებელი დალია. ამასთან, რამდენიმე დღის წინ მას ფილტვების ანთება ჰქონდა.

მსგავსი